პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ჩოხატაურში და გორაბერეჟოულში 2 ახალ ფილიალს ააშენებს
პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ჩოხატაურში და გორაბერეჟოულში 2 ახალ ფილიალს ააშენებს.

პროექტის მხარდასაჭერად „ჰორიზონტს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ჯამში 19 589 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.

დღეის მდგომარეობით საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მომსახურების, ინჟინერიის და ბიზნეს ადმინისტრირების 18 პროფესიული პროგრამაა, ხოლო კოლეჯის დამსაქმებლები არიან გურიის და აჭარის რეგიონში არსებული სასტუმროები, აგრარული მიმართულების საწარმოები და რესტორნები. ასევე, კოლეჯის კურსდამთავრებულების დასაქმებას უზრუნველყოფს სამკერვალო ფაბრიკა ოზურგეთში, სადაც ცნობილი ბრენდები იკერება ( „Zara”, “mango”, “bershka”) და შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „Paragraph Resort & Spa Shekvetili“.

თარიღი: 2019/07/01