ტექნოპარკში Hardware Hackathon გაიმართება
13-14 ივლისს ტექნოპარკში Hardware Hackathon გაიმართება. ეს არის მარათონული ტიპის ღონისძიება, რომლის მიზანიც შეზღუდულ დროში კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების მოფიქრება და ამ იდეებზე დაფუძნებული პროტოტიპების შექმნაა. მონაწილეები ჰაკათონის დაწყების პროცესში ეცნობიან გამოწვევებს, რის შემდეგაც იწყებენ მუშაობას. ჰაკათონის დაწყებიდან მათ აქვთ 48 საათი, რათა აირჩიონ გამოწვევა, მოიფიქრონ პრობლემების გადაჭრის გზები და შექმნან მათი იდეის პროტოტიპი.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, 15 წლის ზემოთ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე - გუნდურად (ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა - 5).

რეგისტრაციისთვის 9 ივლისამდე ეწვიეთ ბმულს - http://bit.ly/30ZQBgP.

ღონისძიების პარტნიორები არიან: DAC დიეისი ელექტრონული კომპონენტები , თბილისის მერია / Tbilisi City Hall, Spark • სპარკი, AzRy.

თარიღი: 2019/07/01