„მე არ ვარ გავრილოვი - რუსები გაერთიანებული საქართველოსთვის" - პარლამენტის შენობასთან სოლიდარობის აქცია გაიმართება
„მე არ ვარ გავრილოვი - რუსები გაერთიანებული საქართველოსთვის" - ამ სახელწოდებით 9 ივლისს 14:00 საათზე პარლამენტის შენობასთან სოლიდარობის აქცია გაიმართება, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეროვნებით რუსი მოქალაქეების მიერაა ორგანიზებული.

ღონისძიების აღწერაში ნათქვამია, რომ საქართველო ყველაზე მეგობრული და უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან ძალაში შედის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აკრძალვა რუსეთიდან საქართველოში ფრენებზე.

თარიღი: 2019/07/06