ტექნოპარკში 100 000 ლარამდე საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
2019 წლის 8 ივლისს, 19:00-საათზე ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების 100 000 ლარამდე საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ყველას აქვს შესაძლებლობა აღნიშნული გრანტი მიიღოს:

„თუ გაქვს იდეა და სტარტაპის შექმნა გსურს, არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან.

ყველა დაინტერესებული პირი, როგორი უცნაური, ან რთული კითხვაც არ უნდა ჰქონდეს, ამომწურავ და სრულ ინფორმაციას მიიღებს საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.

გამოიყენე შანსი მიიღო 100 000 ლარამდე თანხით დაფინანსების საშუალება და შეცვალე სამყარო უკეთესობისკენ.

განაცხადების შესავსებათ და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.grants.gov.ge."- ნათქვამია ინფორმაციაში.

თარიღი: 2019/07/07