ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა, - განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ გააკეთა:

“მე ვიძლევი განკარგულებას და “რუსთავი 2”-ის ყველა ჯგუფი მოიხსნება ამ აქციის გაშუქებიდან იმიტომ, რომ ადგილი აქვს უვკე სისტემურ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. არცერთი მათგანი არ მიღირს იმდენად, რომ გაშუქების პროცესი უფრო წინ დავაყენო. ეს არ არის სპონტანურად შეკრებილი აქცია, ესაა ხელისუფლების ორგანიზებული აქცია. ჩვენ ვხედავთ ნაცნობ სახეებს, რომელიც ყველა ვითარებაში ჰყვს გავეშებული საქართველო პრო-პუტინისტურ ხელისუფლებას.

დღეს გაბუნიას ძლაიან მძიმე შეცდომის ერთადერთი პოზიტიური მხარე აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში მოხდა აბსოლუტური ლუსტრაცია. ჩვენ მივიღეთ საქართველს ხელისუფლების მეტი ლუსტრაცია ვიდრე გავრილოვის დროს.

საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიტანა პუტინის უხამსად მოხსენიება. დავანებოთ თავი ფორმას, ამაზე არხმა უკვე გაავრცელა თავისი დამოკიდებულება.

მიუღებელი ფორმა იყო, თუმცა სრული მონური მორჩილებით ხელისუფლების ყველა უწყებამ პარლამენტით და პრემიერით დამთავრებული დაიწყო პუტინთან ბოდიშების ხდა. რა შეცდომაც არ უნდა დაეშვა გიორგი გაბუნიას, ჩვნეი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სახის პროდასავლელი და ძალიან დამსახურებული ჟურნალისტის თავს ამ პროპუტინისტურ ბრბოს, ცხადია, არ გადავუგდებთ. არავინ არასდროს არსად არ გადადგება. ეს ბრბო არის საქართვლეოში რუსეთის წარმომადგენლობა ისევე როგორც ხელისუფლება”, - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. აღნიშნული დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და "ქართული ოცნების" დეპუტატებმა. ასევე, "რუსთავი 2"-ის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც ჟურნალისტისა და გენერალური დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ.

თარიღი: 2019/07/08