შსს „რუსთავი 2"-ის წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შსს "რუსთავი 2" - ის წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინ მიმდინარე აქციას. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აქციის მიმდინარეობისას, ისე ტელეკომპანიის და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას." - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. აღნიშნული დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და "ქართული ოცნების" დეპუტატებმა. ასევე, "რუსთავი 2"-ის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც ჟურნალისტისა და გენერალური დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ.

თარიღი: 2019/07/08