ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ივლისში საქართველოს უცხოური მედიის 200-მდე წარმომადგენელი ეწვევა
საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოული ჟურნალისტების უპრეცედენტო რაოდენობას უმასპინძლებს.

ივლისის თვის ბოლომდე საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან (გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი,ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი. )

სამხრეთ კორეიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 200-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და გადამღები ჯგუფი ეწვევა.

მაღალრეიტინგული უცხოური ტელეკომპანიების, ონლაინ და ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ, გადაიღებენ კურორტებს, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი გაეცნობა.

ავტორი:
თარიღი: 2019/07/08