ქართული ფინანსური კომპანია EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია „QuickCash AI” EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ქართულმა კომპანიამ ნომინაციაში „2019 წლის ინოვაციური ინიციატივა“ გაიმარჯვა და კონკურსის გამარჯვეულთა პირველ სამეულშიც მოხვდა.

QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის და კრედიტუნარიანობის შეფასების ალგორითმული პლატფორმაა.

ფინანსურ ტექნოლოგიებში მოღვაწე სტარტაპმა 2016 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტში ,,სტარტაპ საქართველო“ გაიმარჯვა.

თარიღი: 2019/07/09