საკრებულოს ინიციატივით, 150-ე საჯარო სკოლასა და 207-ე საჯარო სკოლას შორის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019-ის ფინალი გაიმართება
10 ივლისს 19:30 საათზე, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, 150-ე საჯარო სკოლასა და 207-ე საჯარო სკოლას შორის, თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019-ის ფინალი გაიმართება.

ღონისძიების დასასრულს ფინალისტებსა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს საზეიმოდ დააჯილდოვებენ.

თარიღი: 2019/07/10