ცუდი ჩვევები, რაც ბიზნესს განვითარებაში ხელს უშლის
ყველა მეწარმეს სურს მათი ბიზნესი წარმატებული იყოს, მაგრამ ეფექტურ შედეგს მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს. რა ჩვევებია, რაც ბიზნესს განვითარებაში ხელს უშლის? entrepreneur.com-ის მიხედვით ესენია:

1. ბევრ რამეზე ან მხოლოდ ერთ საკითხზე ფოკუსირება - დიახ, ბიზნესის წარმატებასაც სჭირდება ოქროს შუალედის დაცვა. არც მრავალ საკითხზე უნდა აქცენტირდეთ, რომ მთავარი გაგექცეთ ხედვიდან და არც მხოლოდ ერთ თემაზე უნდა გააკეთოთ ფოკუსი.

2. წესების გარეშე თამაში - ყველაფერს სჭირდება სტანდარტები, სისტემატიზაცია და წესები. ქაოსში ბიზნესი არ კეთდება, ამიტომ, შესაძლოა წესების ჩამოყალიბება და მიყოლა რუტინაა, მაგრამ - აუცილებელი.

3. გადამეტებული მოლოდინის შექმნა - იმიტომ, რომ მომხმარებელი მოიზიდოთ, ნუ მოატყუებთ მათ და ნუ მისცემთ იმაზე მეტ დაპირებას, ვიდრე თქვენ სერვისს შეუძლია მიაწოდოს. ადრე თუ გვიან გამოჩნდება, რომ შესაძლებლობებს აზვიადებდით და ეს მხოლოდ გაგიფუჭებთ რეპუტაციას.

4. თავდაცვაზე გადასვლა, თავდასხმის ნაცვლად - ეს გულისხმობს მეწარმის მხრიდან იმის ლოდინს, როდის შეიქმნება პრობლემა, რომ გამოასწოროს. ეს კი დამღუპველია. კარგი ბიზნესმენი შესაძლებლობებს არ უშვებს ხელიდან და პრობლემის შექმნამდე იშვიათად მიჰყავს საქმე.

თარიღი: 2019/07/12