რა ჩვევები აქვთ მათ, რომლებიც წარმატებულ ბიზნესს ფლობენ?
წარმატებული ბიზნესის ფლობა გამოცდილებაა, რომელიც ახალ უნარებს გვმატებს, თუმცა ასევე საჭიროა გვქონდეს გარკვეული ჩვევები, რომელთა დახმარებითაც ბიზნესს წინ წავწევთ. Inc.com-ის მიხედვით, ესენია:

1. ნებისმიერი საკითხის სერიოზულად აღქმა - ამ სფეროში არ უნდა იფიქროთ, რომ რაიმეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ, რიგი თემები ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოთ, როგორც ამბობენ, დეტალებშია ჭეშმარიტება.

2. კომუნიკაცია - წარმატებული ბიზნესის მფლობელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი, რომლითაც მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორებთან და კონკურენტებთან, ხოლო მომხმარებლისგან აზრს გაიგებს.

3. ვნება საქმის მიმართ - თითქმის ყველა ბიზნესი წარმტებას აღწევს, როცა მისი მფლობელი საქმისადმი ვნებასა და ენთუზიაზმს ავლენს. ამიტომ საჭიროა საქმის სწორად, იმის მიხედვით შერჩევა, გაინტერესებთ ეს თუ არა.

თარიღი: 2019/07/17