ტექნოპარკში მიმდინარე საერთაშორისო ICT ტენდერის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
ორშაბათს, 22 ივლისს 14:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარე საერთაშორისო ICT ტენდერის ფარგლებში.

ტენდერის მიზანია გამოვლინდეს კომპანია, რომელიც შემოდგომიდან, ორი წლის განმავლობაში, 3000 ადგილობრივ ICT (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) პროფესიონალს გადაამზადებს და მისცემს შესაძლებლობას მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერტიფიკატი.

ინფორმაცია ტენდერის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=225333

ავტორი:
თარიღი: 2019/07/21