ლიფტის შახტში 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე ინდური კომპანიის დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს შიშუ პალ ბურდაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმე ეხება მშენებლობას, სადაც რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანი დაიღუპა. იმ შემთხვევაში თუ ინდოეთის მოქალაქეს დანაშაული დაუმტკიცდება მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. დაცვის მხარე ამბობს, რომ დემონტაჟის სამუშაოები, რომელსაც 16 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეკონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ შუბითიძემ კომპანიის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად დაიწყო.

წყარო: rustavi2

ავტორი:
თარიღი: 2019/07/21