ამერიკელი დიპლომატი: „დასავლეთ საქართველო თევზაობისთვის საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა"
აშშ-ის საელჩო საქართველოში კამპანიის - "გაატარე ზაფხული საქართველოში" ფარგლებში ამერიკელი დიპლომატის, ჯეისონ კალბფლაიშის კომენტარს სოციალურ ქელში ავრცელებს:

„როგორც დიპლომატსა და ყოფილ გიდს ალასკიდან, მთელ მსოფლიოში თევზაობის საოცარი თავგადასავლები მქონია. დასავლეთ საქართველო (ზუსტ ადგილს მეთევზე არასდროს გასცემს) გაშოლტვით თევზაობისთვის საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა. გასაოცარი მთის ხედები, ულამაზესი მდინარე და მცოდნე, მეგობრული გიდი საკმარისი იყო, რომ საქართველოში თევზაობის ანკესზე წამოვგებულიყავი. აქ ყავისფერი კალმახის ისეთი სიუხვე იყო, რომ მთელი დღის განმავლობაში დაჭიმული გვქონდა ძუები. საღამოს ჩვენმა ქართველმა მასპინძლებმა გულუხვად დაგვალევინეს ღვინო, გვაჭამეს მეტისმეტად ბევრი აჭარული კერძი და გვიამბეს პროექტზე, რომლითაც სურთ მდინარის რეაბილიტაცია და მისი მსოფლიო დონის სათევზაო ადგილად გადაქცევა. თევზაობის სამი დღის განმავლობაში 35 კალმახი დავიჭირე და გავუშვი. ერთი სული მაქვს დავბრუნდე და კვლავ ვითევზაო." - აღნიშნავს დიპლომატი საქართველოზე.

თარიღი: 2019/07/23