მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს 16:00 საათზე იმსჯელებს.

ამ ეტაპზე უცნობია, რა შუამდგომლობით მიმართა საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს.

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

ავტორი:
თარიღი: 2019/07/26