რა თვისებები სჭირდება მეწარმეს?
ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ სასურველია მეტი ადამიანი დაინტერესდეს მეწარმეობით. თუმცა, რა არის ის მთავრი თვისებები, რომელიც საქმოსანს უნდა ახასიათებდეს? careertrend.com-ის მიხედვით, ესენია:

1. კვლევის უნარი - ბაზრის კვლევა და პოვნა, თუ რა სჭირდება მომხმარებელს, ეს უმთავრესი პირობაა საქმის დაწყებამდე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალი პროდუქტის შეტანას არ აპირებთ, ძველის განახლებას მისი კვლევა ესაჭიროება.

2. ანალიზის უნარი - სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სურათის მთლიანად დანახვა, მომავლის განსაზღვრა - ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაერთიანოთ ანალიზის უნარში, რაც მეწარმეს უნდა ახასიათებდეს.

3. დაგეგმვის ჩვევა - სპონტანურად თითქმის არაფერი გამოდის, მითუმეტეს - ბიზნესში. საქმოსანს დაგეგმვისა და ამ გეგმების მიყოლის ჩვევა აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

4. მენეჯერული უნარი - ბიზნესი ლიდერულ უნარებსაც საჭიროებს. საქმოსანს უნდა შეეძლოს გუნდს კარგად უხელმძღვანელოს.

5. კომუნიკაციის უნარი - და ბოლოს, მეწარმისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაბელური იყოს - მას ხომ მრავალ პარტნიორთან ან თუნდაც კონკურენტთან მოუწევს ურთიერთობა.

თარიღი: 2019/07/26