სახლის დასუფთავების სერვისი, სტილისტი გამოძახებით - „მარტივი" ბიზნესის იდეები
არ არის საჭირო ყველა ბიზნეს იდეა ინოვაციური იყოს. უკვე გამოცდილი და გაკვალული გზის გავლაც ღირს, მითუმეტეს, თუ ამ სფეროში სრულიად მოულოდნელად გადაწყვეტთ გადანაცვლებას. smallbiztrends.com წარმოგვიდგენს სწორედ ამგვარ ბიზნეს იდეებს: 

1. სახლის დასუფთავების სერვისი - თუ შეგიძლიათ გუნდის მობილიზება და მცირე ტექნიკური ხელშეწყობაც გაქვთ (როგორც მინიმუმ, ორი ტელეფონი და ერთი კომპიუტერი), მომხმარებელს შეგიძლიათ სახლის დასუფთავების სერვისი შესთავაზოთ, რომელსაც თქვენ მიერ დაკომპლექტებული გუნდი შეასრულებს. 

2. ბავშვთა მოვლა - ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი სახლი გამოიყენოთ და თუნდაც თქვენივე კორპუსის მაცხოვრებლებს შესთავაზოთ გარკვეული პირობების სანაცვლოდ მცირე თუ დიდი დროით ბავშვთა მოვლა.

3. სტილისტი გამოძახებით - თუ თავად გეხერხებათ, ან იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში აგყვებიან, შეგიძლიათ თმის მოვლა-დავარცხნა მომხმარებელს გამოძახებით შესთავაზოთ. 

4. ინტერიერის დიზაინერი - საკმაოდ საინტერესო იქნება გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მომხმარებელს სახლის ინტერიერის დიზაინში დახმარებას შესთავაზებს. 

ბუნებრივია, ბაზრის შესწავლა და ფასების განსაზღვრა ყველა იდეასთან დაკავშირებით მოგიწევთ. 

თარიღი: 2019/07/29