ევროკავშირი ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებაში დაეხმარება
ეროვნული ბანკის ცნობით, ევროკავშირი საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში  ევროკავშირი უწყებას ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებაში დაეხმარება. პროექტის ბიუჯეტი 1.75 მილიონ ევროს შეადგენს და მას პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება ახორციელებს.

 

თარიღი: 2019/07/30