სად ღირს ფინანსების დაბანდება? - ბიზნესიდეები მომავლისთვის
მეწარმის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა წინასწარ განსაზღვროს რა სერვისი ან პროდუქტი იქნება საჭირო მომავალში და ბაზარზე ადგილი პირველმა დაიკავოს. სწორედ ამგვარ ბიზნესიდეებს გვაცნობს small-business-ideas.org:

1. საერთო საოფისე სივრცე - საერთო საოფისე სივრცეებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, თუ გაქვთ მსგავსი შენობა ან ლოკაცია - გააქირავეთ

2. უძრავი ქონება ქალაქში - ფაქტია, ქალაქთა სიდიდეები იზრდება, რადგან იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელსაც ცხოვრების სტანდარტის ამაღლება სურს, სულ უფრო მატულობს. ამიტომ, შეიძინეთ უძრავი ქონება ქალაქში და გააქირავეთ - ეს მომგებიანი ბიზნესია. 

3. ჯანდაცვა - ფარმაცევტული ბიზნესი არათუ დაკარგავს პოპულარობას, სპეციალისტების მტკიცებით, სულ უფრო აქტუალური გახდება. ამიტომ, ჩაერთეთ ამ სფეროში. 

და ბოლოს, დააკვირდით ტექნოლოგიებს - მომავლის ბიზნესი სწორედ ამ ინდუსტრიაზეა დამოკიდებული. 

თარიღი: 2019/07/31