მომავალის პლატფორმა - ხელოვნური თუ ბუნებრივი ინტელექტი?
წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკისგან პრესრელიზი მოგდით: „კომპანიას სურს, რომ მისი მეორე აღმასრულებელი დირექტორის პოსტი, ხელოვნური ინტელექტის სისტემამ დაიკავოს. ის ასევე შეასრულებს რისკების, სახაზინო, HR-ისა და მარკეტინგის განყოფილებების ხელმძღვანელების მოვალეობებსაც”.


ასეთი პრესრელიზის გამოქვეყნების შემდეგ, შესაძლოა ინვესტორებმა და ყველაზე ერთგულმა თანამშრომლებმა ბანკი დატოვონ. ტექნიკის მიმართ ნდობა, რომელიც მნიშვნელოვან პოზიციებზე „დაინიშნა“, იმ ადამიანების ადგილი დაიკავა, რომლებიც გადაწყვეტილებებს ღებულობენ, ნიშნავს არა მხოლოდ კომპანიის „უსულო ავტომატად“ გარდაქმნას, არამედ ახალი კლასის სადირექტორო რისკების შექმნას, რომელიც პრაქტიკაში შესწავლილი არ არის, შესაბამისად სახიფათოა. ადრე თუ გვიან, რობოტი დირექტორი კატასტროფულ შეცდომას დაუშვებს.


ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მსოფლიოს ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიები Apple, Google, Amazon-ი, Facebook-ი, Alibaba მუშაობენ. ბევრი მათი პროდუქტი შექმნილია დიდი მონაცემების გამოყენებისთვის, რომელიც დაკავშირებულია აქტიურ ხელოვნურ ინტელექტთან. რობოტები Amazon-ის სამუშაო ძალის დაახლოებით 1/7-ია. მათი რაოდენობა კომპანიაში დღითიდღე იზრდება.


კომპანიები ხელოვნური ინტელექტის სასარგებლოდ ფსონებს დებენ. განსაკუთრებით დაინტერესებულები ბანკები არიან.


AI-ის პროექტის წარმატება 5 მოთხოვნას მოიცავს:


1.მონაცემების მნიშვნელოვანი ოდენობა, რომლის გარეშე სისტემის წვრთნა შეუძლებელი იქნება;
2.თანამედროვე კომპიუტერებზე დიდი კომპიუტერული ძალა;
3.ადამიანის კაპიტალის მაღალი ხარისხი: პროფესიონალებისა და მენეჯერების განათლება;
4.მატერიალური რესურსის საკმარისი მოცულობა;
5.მენეჯმენტის წარმოსახვითი შესაძლებლობები და გუნდის თავდაჯერებულობა ამოცანის გადაჭრასა და დროულობაში.
მნიშვნელოვანია, ხელოვნური და ბუნებრივი ინტელექტის - ტექნიკისა და ადამიანის ინტერაქციის განვითარება.


რას აკეთებს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი?


AI პროგრამის "husky" საშუალებთ, სოციალურ ქსელებში ადამიანის ფსიქოტიპს ადგენს. 11-12 „ლაიქი“ საკმარისია, რომ სისტემამ გაიგოს ის სხვაზე უკეთესი თანამშრომელია თუ არა. 200-ზე მეტი „ლაიქით“ შესაძლებელია დადგინდეს თუ რას ფიქრობს მისი უახლოესი ნათესავი. ადამიანის ფსიქოგრაფია შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული მარკეტინგული მიზნებისთვის.

ფინანსური ტრანზაქციებისას თაღლითობის უკუქმედება - ამჟამად უკანონო ტრანზაქციები ხშირად ფიქსირდება. შესაძლებელია თუ არა სისტემას ასწავლონ სახიფათო ოპერაციების ამოცნობა? ხელოვნური ინტელექტის კომპანია Ayasdi-ი იყენებს ინოვაციურ სტატისტიკურ მეთოდებს კომპიუტერის ინტელექტუალურ სისტემაში, რომელიც პოულობს და დარღვევების ლოკალიზაციას ახდენს. ეს მიდგომა ამცირებს სისტემების „მოჩვენებით“ უსაფრთხოებას.


„ჭკვიანი ასისტენტები“ არის სისტემები, რომელიც ეხმარება ადამიანს ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში.
ბიზნესში ხელოვნური ინტელექტი - chat bots-ი ფართოდ გამოიყენება. ის მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდის. chat bots-ი პასუხს სცემს შეკითხვას, მაგალითად, თუ სად არის უახლოესი ბანკომატი - მისი პასუხია: „ 15 წუთის სავალ გზაზე“. AI-ის მიზანი ოპერაციული ღირებულების შემცირება და კლიენტისთვის ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდებაა.


Sberbank-მა 2017 წელს განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის, რობოტ იურისტის გამოყენებას გეგმავდა, რომელიც ბანკის კლიენტები სესხის მოთხოვნებსა და სესხის შეთანხმებას განიხილავს. შესაძლოა კომპანიაში რობოტმა იურისტემა თანამშრომლების ადგილები დაიკავონ, რადგან ისინი მიღწეულ შედეგებს გააორმაგებენ.


რისი გაკეთება არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს?

ადამიანის ტვინი მილიონობით წლის ევოლუციის შედეგია. ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ვიწრო სფეროში სპეციალიზდება, რაც ადამიანის ტვინს ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეცვლის. მიუხედავად ამისა, კომპანიები AI-ის განვითარებას აგრძელებენ. Sberbank-ს 2017 წელს ხელოვნური ინტელექტის 159 პროექტი შექმნა, 2020 წლისთვის მათი 650-მდე გაიზრდება.

საბოლოოდ დადგება საკითხი - ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს კომპანიებში, ადამიანი თუ რობოტი? ერთი რამ კი ნათელია - ბიზნესსამყარო 21-ე საუკუნეში უფრო საინტერესო და მრავალგანზომილებიანი იქნება.

თარიღი: 2018/07/06