"რუსთავი 2"–ის მიერ თანხების მითვისების საქმეზე პროკურატურამ გამოძიებამ დაიწყო
ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის თანხების მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა გამოძიებას ახორციელებს, რომლის ფარგლებში "რუსთავი2"-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზეა დაბარებული.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები "სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის "ინტერ მედია" და "ინტერ მედია პლიუსიდან", გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ავტორი:
თარიღი: 2019/08/01