„Turkish Airlines" საბორტე ჟურნალის „Skylife“ აგვისტოს თვის ნომერში ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია დაიბეჭდა
„Turkish Airlines" საბორტე ჟურნალის „Skylife“ აგვისტოს თვის ნომერში ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია დაიბეჭდა.

თურქულ და ინგლისურ ენაზე მომზადებულ სტატიაში აჭარის ტურისტული ადგილები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ძველი ბათუმის უბნები, ბულვარი და ქართული კერძები არის აღწერილი.

„Skylife" საშუალებას აძლევს თურქეთის ავიახაზების მილიონობით მგზავრს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნოს.

თარიღი: 2019/08/02