როგორ შევქმნათ სიმდიდრე? 
სიმდიდრის შექმნა სწორ ფინანსურ გათვლებს უკავშირდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხარჯების კონტროლი და შემოსავლის გაზრდა. ამასთან დაკავშირებულ რჩევებს wealthsimple.com გვიზიარებს. 

1. აკონტროლეთ ბიუჯეტი - იცოდეთ სად ხარჯავთ ფულს და რამდენად საჭიროა ეს ხარჯი. ხშირად, თანხას უპასუხისმგებლოდ ვფანტავთ. ფულს კი შენახვა და გონივრულად გამოყენება უყვარს. 

2. მოიშორეთ ზედმეტი ხარჯები - ფინანსების სწორი დათვლით აღმოაჩენთ, რომ შესაძლოა არასაჭირო დეტალის გამო გადასახადს ზედმეტად იხდით, ან, თუნდაც, ავტომობილია გამოსაცვლელი, რადგან ძველია და ბევრ ხარჯს ითხოვს. მოკლედ, ზედმეტი ხარჯები იპოვეთ და მოიშორეთ. 

3. ისწავლეთ დაზოგვა - თანხის გადადების გარეშე არაფერი გამოდის. დანაზოგის კულტურა ისევე აუცილებელია, როგორც პირადი ჰიგიენა. დაიწყეთ თანხის გადანახვა

4. შემოსავალი ინვესტიციად აქციეთ - დათვალეთ, რამდენი გაქვთ შემოსავალი და მათი ნაწილი ინვესტიციად აქციეთ, რომელიც დამატებით ფულს მოგიტანთ. მაგალითად, იარეთ რაიმე კურსზე და ახალ პროფესიას დაეუფლეთ, რომელიც შემოსავალს გაგიზრდით - ეს უკვე საკუთარ თავში ჩადებული ინვესტიციაა. 

ამგვარი დეტალებით თქვენ გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას. 

თარიღი: 2019/08/02