რას მოაქვს წარმატება?
ყველა მეწარმე აღიარებს, რომ წარმატებამდე რთული გზა განვლო. გამოცდილების გაზიარება კი წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. inc.com-ის მიხედვით, წარმატებამდე შემდეგი რამ უნდა ვიცოდეთ:

1. ნეგატიური აზროვნება ნეგატიურ შედეგებს იწვევს - ხართ ის, რასაც ფიქრობთ და იღებთ იმას, რასაც ფიქრობთ. სწორედ ამიტომ, ჯერ საკუთარ თავში უნდა შეცვალოთ ფიქრები, რომელიც შემდეგ ავტომატურად შეცვლის თქვენ ქმედებებსა და ამით მიღებულ შედეგებს.

2. ისწავლეთ გარემოცვის შერჩევა - ნეგატიურ ადამიანს თქვენზეც უარყოფითი ველის გავრცელება შეუძლია. ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ მეგობრები და გარემოცვა ლაპარაკობს ადამიანზე. სწორედ ამიტომ, ისწავლეთ დამშვიდობება მათთან, ვინც უარყოფითად მოქმედებს თქვენზე.

3. წარმატება მარტივად არ მიიღწევა - პირიქით, მისი მიღწევა ხშირად ტკივილთან არის დაკავშირებული. ესტე ლაუდერმა ამის შესახებ ასე თქვა: „წარმატებაზე არ მიოცნებია. მე ვიშრომე მისთვის". ამიტომ, თუ გსურთ მას მიაღწიოთ, მოემზადეთ თავდაუზოგავი შრომისთვის და დაიწყეთ ეს დღესვე.

თარიღი: 2019/08/05