როგორ ვმართოთ დრო სწორად?
ბიზნესის სფეროში ჩართულებისთვის განსაკუთრებით კარგად ნაცნობია დროის უკმარისობა. როგორ შეიძლება მისი გადანაწილება ისე, რომ ყველაფერი მოასწროთ? inc.com-ის მიხედვით, ამისთვის საჭიროა: 

1. აწარმოეთ დღის გეგმა - გქონდეთ ჩამოწერილი რა რის მერე უნდა გააკეთოთ და გრაფიკს მიჰყევით. წარმატებულ მეწარმეთა ნაწილი წუთობრივადაც კი ადგენს სამუშაო დღის გეგმას. 

2. შეხვედრებს შორის დრო დატოვეთ - ამით ორ რამეს მოიგებთ - ხანდახან შეხვედრა იმაზე მეტხანს გრძელდება, ვიდრე დაგეგმილია და ამ ჩვევით მეორე შეხვედრაზე არ დააგვიანებთ. ხოლო თუ შეხვედრა გეგმის მიხედვით წარიმართა, მცირე დრო თქვენთვის დაგრჩებათ. 

3. ელექტრონული ფოსტისთვის სპეციალური დრო გამოყავით - არ არის აუცილებელი ყოველ წამს უპასუხოთ მოსულ შეტყობინებებს. ამისთვის კონკრეტული დრო განსაზღვრეთ. 

თარიღი: 2019/08/07