ნიდერლანდებიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის შემოწმების შედეგად, სალმონელა გამოვლინდა
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 6 აგვისტოს, ნიდერლანდების სამეფოდან შემოტანილი 28000 კგ. ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, სალმონელა გამოვლინდა.

ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

ავტორი:
თარიღი: 2019/08/08