კომერციულმა ბანკებმა მოსახლეობისგან საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან 6 თვეში ჯარიმის სახით 48 მლნ ლარზე მეტი მიიღეს
კომერციულმა ბანკებმა 6 თვეში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 48 214 838 ლარის შემოსავალი მიიღეს. კომერციული ბანკების ანგარიშგებაში აღნიშულია, რომ  ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო. ხუთეულში არიან „საქართველოს ბანკი“, „ქართუ ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „კრედო ბანკი“.

„თიბისი ბანკი“ - 13 749 470 ლარი
„საქართველოს ბანკი“ – 8 680 037 ლარი
„ქართუ ბანკი“ - 8 353 302 ლარი
„ლიბერთი ბანკი“ – 5 034 384 ლარი
„კრედო ბანკი“ – 4 959 475 ლარი

თარიღი: 2019/08/08