"საბანკო სექტორში კიბერუსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში დადგა" - ალექსანდრე ძნელაძე
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საბანკო სექტორში კიბერდანაშაულის შემთხვევები მნიშვნელოვნად მზარდია. საკითხზე მან  საბანკო ასოციაციის ორგანიზებით კიბერდანაშაულთან, კერძოდ „ფიშინგთან“ დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

"საბანკო სექტორში კიბერუსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში დადგა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კვლავ იმატებს „ფიშინგის“ შემთხვევები. შევთანხმდით ინფორმაციის გაცვლაზე, რადგან დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება არის პრევენცია, პრევენცია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისგან, ისე სტრუქტურებისგან, ვისაც მოეპოვება აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია. მეორე მხარეა ინფორმაციის გავრცელება და მიტანა ყველა მომხმარებლამდე, რა სახის თაღლითობები არსებობს და როგორ შეუძლიათ მათგან თავის დაცვა", - განაცხადა ძნელაძემ.

თარიღი: 2019/08/08