ციტრუსის ექსპორტი და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებები - აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბელარუსის ელჩს შეხვდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ბელარუსის ელჩს საქართველოში, მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა. მათ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობისა  და ციტრუსის ექსპორტის საკითხები განიხილეს.  მინისტრმა ელჩს ინფორმაცია ქართული მანდარინის საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა. თავის მხრივ მიატლიკოვმა, ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული მანდარინის ექსპორტის ზრდის სურვილი გამოთქვა.

 

თარიღი: 2019/08/08