მერიამ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებაზე 60-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებაზე თბილისის მერიამ 60-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. პირობების მიხედვით,  წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება. პრეტენდენტს მოეთხოვება, ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგება 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განახორციელოს. ტენდერის პირობებში ასევე აღნიშნულია, რომ საკვები პროდუქტის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებსა და „ტექნიკური დავალებაში“ გაწერილ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

 

თარიღი: 2019/08/09