2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტი 41 550.6 ათასი დოლარით გაიზარდა
 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მედიკამენტების (დაფასოებული) ექსპორტი 41 550.6 ათასი დოლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ ექვს თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 105 638.8 ათასი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 64 088.2 ათასი დოლარი იყო.

 

თარიღი: 2019/08/09