მუხურში პირველი სასტუმრო შენდება
საკურორტო სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.

სამშენებლო პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილე დავით ფარცვანიასთან და ჩხოროწყუს მერთან ერთად გაეცნო.

მუხურის ცენტრში, მაღალი კლასის, ევროპული სტილის 30 ნომრიანი სასტუმრო შენდება. სასტუმრო კომპანია ,,Mukhuri Resort”-ის მიერ ფინანსდება. სამუშაოებს ,,თორი სტუდიო“ ასრულებს. ინვესტიციის ოდენობა 4 მილიონ ლარს აღემატება.

ამ ეტაპზე სამუშაოებში დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი. პროექტის დასრულების შემდეგ კი აქ 50-მდე მოქალაქე დასაქმდება.

პროექტის ფარგლებში, სოფელ მუხურში, იგეგმება ასევე მეორე, მაღალი სტანდარტების სასტუმროს მშენებლობა.

თარიღი: 2019/08/11