თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება
საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს, - ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, 11 აგვისტოდან მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

გასვლა თბილისიდან – 09:05 საათი;

ჩასვლა ბათუმში – 14:42 საათი;

გამოსვლა ბათუმიდან – 18:30 საათი;

ჩამოსვლა თბილისში – 00:07 საათი.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ასევე, ვებგვერდებზე: Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებშიც“,- ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თარიღი: 2019/08/11