რა რის გარდამავალი ეტაპი და როგორ გავუმკლავდეთ მას?
ადამიანის გონებასა და სხეულს გააჩნია გასაოცარი უნარი შეეჩვიოს თითქმის ყველაფერს. სირთულეები ახალ ნორმებს არ წარმოქმნის, არამედ ადამიანისგან მასთან ადაპტირებას მოითხოვს, რაც რეალურად ყველაზე რთულია. შესაბამისად, ცხოვრებაში გარდამტეხი სწორედ გარდამავალი ეტაპია, რადგან პრობლემა არა ამოცანის გადაჭრა, არამედ მასზე მუშაობის დაწყებაა. 

იფიქრეთ რაიმე ღირებულსა და მნიშვნელოვანზე, რისი დაწყებაც ვერ შეძელით. შესაძლოა, ეს იყოს გარკვეული სახის სპეციალური საქმე, მაგალითად, ბიზნესგეგმა ან სულაც შეხვედრაზე განსახილველი საკითხი, რომელიც ცოტა არ იყოს გაშინებთ.

არსებობს იმის შანსიც, რომ თქვენი ამჟამინდელი გამოწვევა წარსულში მიღებული გამოცდილებისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდეს, ეს კი მისი თავიდან აცილების საბაბად აქციოთ; ანდა შესაძლოა, ზარმაცი ხართ და ქმედების ნაცვლად უბრალოდ დროს კარგავთ.

ყველაზე პროდუქტიულ ადამიანებზე დაკვირვების შედეგად, უნდა ვთქვათ, რომ ისინი რთულ სიტუაციებში საქმეზე დიდხანს არ ფიქრობენ და სწრაფად მოქმედებენ: უმკლავდებიან მათ წინაშე მდგარ ამოცანებსა და განიხილავენ ყველაზე მწვავე საკითხებს ყოველგვარი სინანულის გარეშე.

Bregman Partners-ის აღმასრულებელი დირექტორი და ბესტსელერ „18წუთის“ ავტორი, პიტერ ბრეგმანი სამ ეტაპს გვთავაზობს, რომელიც გარდამავალი პერიოდის გამკლავებასა და რადიკალური ცვლილებების მიღებაში დაგვეხმარება: 



  • დაიწყეთ ნებისყოფით - ნებისყოფა სწორედ მაშინ დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში, როცა ეს ყველზე მეტად გჭირდებათ. მისი საშუალებით გადამწყვეტ მომენტებში თქვენი გადაწყვეტილებები მყისიერი და გონივრული იქნება.
  • გაიმეორეთ „ბრძოლა“ - ნუ შეუშინდებით გამოწვევებთან ხელახალი გამკლავების პროცესს. თავდაპირველად, ეს რთული იქნება, თუმცა მოგვიანებით ეს თქვენი ცხოვრების წესი გახდება და თქვენ ყოველთვის მზად იქნებით ცვლილებისთვის.
  • ადაპტაციის უპირატესობა- ის რაც ადრე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სირთულეებთან ასოცირდებოდა, საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად მტკივნეული გამოცდილებიდან თქვენს ძალად გარდაიქმნება.
თუ გსურთ, რომ ეს სამი პრინიპი იმ ამოცანებსა და გამოწვევებს მოარგოთ, რომლის გადაჭრაც ვერ შეძელით, მაშინ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგათ:



  1. მოახდინეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანის იდენტიფიცირება, რომლის გადაწყვეტაც გინდათ, თუმცა მასზე მუშაობას ვერა და ვერ იწყებთ;
  2. განსაზღვრეთ მუშაობის დაწყების მომენტი -ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ ისეთი ქმედებები, როგორიცაა ტელეფონზე ნომრის აკრეფა ( თუ სასაუბრო გაქვთ), ან მაგიდასთან დაჯდომა და პირველი სიტყვის დაწერა...
  3. გადაწყვიტეთ - განსაზღვრეთ სად და როდის დაიწყებთ მუშაობას (გარდამავალი პერიოდი);
  4. მართეთ ემოციები- რთული ამოცანის გადაჭრაზე მუშაობისას თქვენ შეიძლება ემოციური დისკომფორტი შეგექმნათ. ამის გამო შესაძლოა, გაგიჩნდეთ დანებების სურვილი, დაგეუფლოთ შიში და გაურკვევლობა, რაც საქმის ბოლომდე მიყვანაში შეგიშლით ხელს;
  5. იმოქმედეთ კითხვების დასმის გარეშე - თქვენ არ შეგიძიათ აზრების კონტროლი, მაგრამ შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა სასურველი მიზნის მისაღწევად;
  6. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად, სანამ ის ჩვევაში არ გადაგეზრდებათ.
გახსოვდეთ, გარდამავალი პერიოდი ხანმოკლეა. ეს არ არის ახალი ნორმა, არამედ წინსვლის საშუალებაა. მაშინაც კი, როდესაც თქვენი გონება გეწინააღმდეგებათ, არ დანებდეთ და იმოქმედეთ. 

თარიღი: 2019/08/12