რა ბერკეტებია საჭიროა, რომ კომპანიის ცვლილება მოხდეს?
ბევრ კომპანიაში თანამშრომლების საქმისადმი დამოკიდებულების შეცვლა აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესის ცვილებაც ვერ ხდება.

ორგანიზაციებს ხშირ შემთხვევაში ინოვაციური პროექტების მოფიქრება სჭირდებათ, რათა თანამშრომლები უფრო დამოუკიდებლები და აქტიურები გახდნენ.

კომპანიის მხრიდან სასურველი მიზნის  მიღწევა არც თუ ისე მარტივია და სპეციალური მიდგომა სჭირდება.

პირველი, რაც ტრანსფორმაციის დაწყებამდე უნდა მოხდეს არის ის, რომ  კომპანიამ იცოდეს, რისთვის მუშაობენ თანამშრომლები და რა არის მათთვის ღირებული.

მეორე მნიშნელოვანი საკითხი: უნდა გაერკვეთ რა სახისა და დოზის ტრანსფორმაცია გჭირდებათ.

დაიწყეთ ცვლილებები

1.აუცილებელია მომავლის სურათის შექმნა და მისი ყველასთვის მიწოდება

როგორც კი ცვლილების პროცესი იწყება, სტაფი ამას გრძნობს. ცვლილება და გაურკვეველი მომავალი ყოველთვის საშიშია. კომპანიის განვითარების პატიოსანი და ნათელი აღწერა, სიგნალს იძლევა თუ ვინაა კომპანიაში საჭირო და ვის მოუწევს ახალი სამსახურის ძებნა.

2.აუცილებელია თანამშრომელმა იცოდეს, რა სურთ მისგან



თანამშრომელმა უნდა იცოდეს ხელმძღვანელობას როგორი კადრი სჭირდება და აცნობიერებდეს, რომ თუ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, დაითხოვენ.

3.ორგანიზაციული სტრუქტურის სისტემური ცვლა

ცვლილების შედეგად გამჭვირვალობა, სანდოობა და ეფექტიანობა სისტემის ცვლილებისთვის აუცილებელია. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დისციპლინებული ადამიანები, ფუნქციური სისტემის შექმნა, ინოვაცია, შედეგის მისაღწევად დამოუკიდებლობა, პასუხიმგებლობა და გუნდური მუშაობა.

4.HR სისტემა

აუცილებელია შეიცვალოს მოტივაციის სისტემები და კარიერული სვლა. თუ დამოუკიდებლობა და ინოვაცია გსურთ, ყურადღება დაუთმეთ თანამშრომელს - ინდივიდუალური განვითარების გეგმებს, შეაფასეთ არა მხოლოდ ფორმალური მიღწევები ასევე არაფორმალურიც. შესაძლებლობა მიეცით შეცვალოს აქტივობები.

ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ბერკეტი კომპანიაში კულტურის ტრანსორმაციისთვის მნიშვნელოვანია. თუ კომპანია ყველა ამ პუნქტს გაითვალისწინებს, ის მაქსიმუმ 2  წელიწადში შეიცვლება; თუ 3 ბერკეტს გაითვალისწინებს 3-4 წელი დაჭირდება და თუ ყურადღებას მხოლოდ 2 ბერკეტს დაუთმობს, კომპანია არასოდეს შეიცვლება.

თარიღი: 2019/08/17