დასვით აქცენტი სწორად! - ბევრი მუშაობა პროდუქტიულობას არ ნიშნავს
ზოგადად, მიღებულია, რომ პროდუქტიულობის გაზრდა და დროის ეფექტურად გამოყენება სამუშაოს ხარისხს შეამცირებს. შესაბამისად, უმეტესობა ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ უფრო მეტის ნაკლებ დროში მოსწრება, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს აუცილებლად შეამცირებს მუშაობის ხარისხს.

მეორე გავრცელებული მცდარი რწმენა კი იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს, რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ მუშაობაში, მისი შედეგიც უფრო უკეთესი იქნება.

თუმცა, ამოცანაზე დახარჯული დრო, ყოველთვის სულაც არ შეესაბამება სამუშაოს ხარისხიანად შესრულების მაჩვენებელს.

როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, თუ საქმეზე დახარჯული დრო კვირაში 50-55 საათს აღემატება, შემეცნებითი შესაძლებლობების დონე (ემოციური ინტელექტი, რაციონალური აზროვნების უნარი და პრობლემების გადაჭრა) აშკარად მცირდება.

წამყვანი სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მენეჯერებს უჭირთ განასხვაონ კვირაში 80 საათს მომუშავე ადამიანები მათგან, ვინც 50-60 საათს მუშაობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დამატებითი მუშაობა უბრალოდ შეუმჩნეველი რჩება, რადგანაც ის უკეთეს შედეგებს სულაც არ იწვევს.

სასურველია, გავაანალიზოთ, რომ ხარისხს რეალურად პროდუქტიული ქცევა განაპირობებს. პროდუქტიულობის ზრდის პარალელურად ხარისხი ყოველთვის უმჯობესდება.

მცდარი შეხედულებები პროდუქტიულობის უარყოფით გავლენაზე ერთგვარად გვარწმუნებს, რომ მუშაობისას ხარისხი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა, საკითხავია, უნდა იყოს თუ არა ხარისხი პრიორიტეტი? ზოგიერთ შემთხვევაში, ნათელია, რომ ხარისხზე გადაჭარბებული დამოკიდებულება საბოლოოდ ხელს უშლის განვითარებას.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სამუშაოს რეალური მიზანი შედეგია, იქნება ეს გაყიდვებზე გავლენა, მოგება თუ სხვა რამ. ნებისმიერ შემთხვევაში, აქციეთ პროდუქტიულობა პრიორიტეტად და დარწმუნებული იყავით, რომ სამუშაო თავისთავად ძალიან ხარისხიანად შესრულდება. 

წყარო: Harvard Business Review 

თარიღი: 2019/08/17