რა შეიძლება ბიზნესმა ფასების შედარებით ისწავლოს
ფასის შედარების საიტები, როგორებიცაა  Kelkoo, Price Grabber-ი და Google Shopping-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ფასები შეადარონ და თანხა დაზოგონ. რა შეიძლება დამწყებმა ბიზნესმენებმა ამ საიტებიდან ისწავლონ?

1.გაიგეთ ვინ რას ჰყიდის - რა თქმა უნდა, პროდუქტის დაბალ ფასად  ყიდვა კარგია, მაგრამ ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ უპირველეს ყოვლისა ხარისხი უნდა შეამოწმოთ და შემდეგ ფასი;

2.ფასის განახლება - კომპანიები კონკურენციის მიზნით ფასებს ანახლებენ, ამიტომ ხშირად გადაამოწმეთ;

3.შეაფასეთ სერვისი - მომხმარებელთა სერვისი ბიზნესის განვითარების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია. სერვისი მოიცავს პროდუქტის მომხმარებლებთან მიტანის სისწრაფეს, პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკას და ონლაინ გადახდის უსაფრთხოებას;

4.გადაამოწმეთ დეტალები - მომხმარებლები ყიდულობენ პროდუქტს და ხშირად ისინი ფასს კი არა, ბრენდს აქცევენ ყურადღებას. მათთვის რეპუტაციაა მნიშვნელოვანი;

5.მოძენბენთ სუსტი მხარეები - როდესაც კონკურენტებსა და პროდუქტის ფასებს აფასებთ, აუცილებელია საიტის სუსტი მხარეებიც აღმოაჩინოთ.

 

თარიღი: 2019/08/19