ნარცისები კარგი ლიდერები არიან
როდესაც ნარციზმსა და ნარცისებზე ვსაუბრობთ, გვახსენდება ადამიანის პიროვნული თვისებები. ასეთი ადამიანები ეგოცენტრულები და ყურადღების მოყვარულები არიან. კვლევებით დგინდება, რომ ნარცისებს ლიდერის პოზიციაზე ყოფნა მოსწონთ. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები და ქარიზმატულები არიან. აშშ-ის პრეზიდენტებიდან 39 ნარცისი იყო. მათი რეიტინგი საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იყო. ისინი ქარიზმატულობით, გამბედაობითა და რისკიანობით ხასიათდებოდნენ.

დადებით მხარეებთან ერთად ნარცის ლიდერს უარყოფითი თვისებებიც აქვს. მათ სხვების მიმართ ნდობა ნაკლები აქვთ და შურისმაძიებლები არიან. ნარცისებს ფსიქოპატიისკენ, სადისმისკენ და მაკიაველიზმისკენ (პოლიტიკა, რომელიც მორალის ნორმებს გამოშორებულ უხეშ ძალებს ეფუძნება) აქვთ მიდრეკილება.

კარგია ნარცისიზმი თუ დადებით თვისებებს უარყოფითი არ გადასწონის. ადამიანი მაშინ არის კარგი ლიდერი თუ თავდაჯერებულობასთან და გამბედაობასთან ერთად, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და სხვების პატივისცემას შეძლებს.

თარიღი: 2019/08/21