დიდი თუ მცირე გადაწყვეტილებები?
დიდი გადაწყვეტილების მიღება რთულიცაა და საშიშიც. სჯობს არჩევანი მცირე გადაწყვეტილებებზე შეაჩეროთ. თუკი არასწორი აღმოჩნდებით, მნიშვნელოვნად არ დაზარალდებით, რადგან პატარა გადაწყვეტილებით დიდ შეცდომას ვერ დაუშვებთ. გარდა ამისა, არის სხვა ფაქტორიც. კერძოდ კი ის, რომ ადამიანს დიდი გადაწყვეტილებების გადადთქმა და იმის აღიარება, რომ შეცდა, უჭირს. შესაბამისად თავისივე შექმნილ ლაბირინთში დიდხანს შეიძლება იხლართებოდეს

მცირე გადაწყვეტილებების მიღება იმას არ ნიშნავს, რომ დიდი გეგმები და მიზნები არ უნდა გქონდეთ. უბრალოდ ეს თქვენი სტრატეგია შეიძლება იყოს. ზოგადად, დიდი წამოწყებები კიდევ უფრო რთული ჩანს, თუკი მის ერთბაშად განხორცილებას შეეცდებით, ამიტომ დაყავით ის ნაწილებად და გადაწყვეტილებებიც ეტაპობრივად მიიღეთ.დაისახეთ ადვილად განსახორციელებელი მიზნები და ყოველ მომდევნო ჯერზე, უკვე შესრულებულს დაეყრდენით.  ამბიციური მიზნის ყველაზე დიდი დემოტივატორი მარცხისთვის წინასწარ განწყობა. შესაბამისად, თუკი თქვენ ერთბაშად შეეჭიდებით რაიმე გრანდიოზულს, შესაძლოა, მარცხის შიში იმდენად დიდი იყოს მან არა მხოლოდ მოტივაციაზე იმოქმედოს, არამედ შეცდომებიც დაგაშვებინოთ.  

მოკლედ რომ შევაჯამოთ, დიდი გადაწყვეტილებების მიღებისას თქვენ: 



  • შესაძლოა, დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა, რომლითაც მნიშვნელოვნად დაზარალდებით
  • უფრო მარტივად დაგივარდებათ მოტივაცია, რადგან თავდაჯერებულობა ისედაც მცირე იყო
  • გაცილებით მეტი შრომა მოგიწევთ, როდესაც სირთულესთან ერთბაშად შეჭიდებას გადაწყვეტთ. 
პატარა გადაწყვეტილებების მიღებისას თქვენ:



  • შეცდომის დაშვებისას მნიშვნელოვნად არ ზარალდებით და მისი გამოსწორებაც მარტივია
  • გრანდიოზულ და ამბიციურ მიზანს პატარ-პატარა ნაწილებად ჰყოფთ და ისე აღწევთ 
  • ყოველი წინა მიღწეული მიზანი ახლის განხორციელების საუკეთესო მოტივატორი ხდება 
თარიღი: 2019/08/27