რატომ გვრჩება მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა?
სამუშაო დღის დასასრულს ყველაზე სასწრაფო საქმის მოგვარების მიუხედავად, ხვდებით, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გაგიკეთებიათ? -  მარტო არ ხართ. ეს ჩვენი ყოველდღიურობის სამწუხარო რეალობაა.

სამომხმარებლო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევების სერია აჩვენებს, რომ ადამიანები, როგორ წესი, უპირველესად გადაუდებელი ამოცანები მოაგვარებას ცდილობენ.

ბუნებრივია, რომ მაქსიმალურად ცდილობთ სასწრაფო საქმეები მისი შესრულების ვადის ამოწურვამდე მოიცილოთ, თუმცა, იმის გამო, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ საქმეებს მკაცრად განსაზღვრული ვადა არ აქვთ, ისინი ყურადღების მიღმა გრჩებათ. ძირითადად, ეს მნიშვნელოვანი შემთხვევები დაკავშირებულია:



  • თქვენს ღირებულებებთან (მაგალითად, მოხალისეობა ან ბავშვებთან კომუნიკაცია);
  • საზოგადოების მხრიდან აღიარება (მოწვევა ინდუსტრიის კომისიისგან ან წიგნის წერა);
  • საკვანძო უნარების გაუმჯობესება (სტატისტიკის ცოდნის გაღრმავება ან ახალი ენის შესწავლა).
თუ უმრავლესობას ეკუთვნით, სავარაუდოდ, ეს პრიორიტეტები თქვენი ყოველდღიური რუტინის მიღმა იქნება, სამაგიეროდ, დროულად იზრუნებთ ისეთ ამოცანების შესრულებაზე, როგორიცაა სასტუმროში საკონფერენციო დარბაზის დაჯავშნა, ფოსტის შემოწმება და ა.შ.

როგორ შეიძლება თავი დააღწიოთ ამგვარ რეალობას?

გახსოვდეთ, რომ ვერანაირი პრაქტიკული რჩევებისა სია ვერ დაგეხმარებათ იდეალური გადაწყვეტილების მიღებაში, თუ თქვენ თავად არ გექნებათ ყველაფრის შეცვლის სურვილი. თუმცა, ხშირად რაიმის იდეალურად შესრულების  სურვილი ადამიანებს უმოქმედობისკენ უბიძგებს. მიზანთან დიდი ძალისხმევის გარეშე  მხოლოდ სტრატეგიების შემუშავება და მისი ნაბიჯ-ნაბიჯ განორციელება  მიგიყვანთ.

ელის ბოიესი, ყოფილი ფსიქოლოგი და წიგნის-„ხელსაწყოები ჯანმრთელი გონებისთვის“ ავტორი, გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც რუტინისგან თავის დაღწევასა და მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ:



  • საკუთარ თავზე აიღეთ მნიშვნელოვანი დავალებების შესრულების ვალდებულება;
  • დაგეგმეთ მისი შესრულების ეტაპები და დაუწესეთ საკუთარ თავს ვადეები;
  • ყურადღება მიაქციეთ ემოციებს და აკონტროლეთ ისინი;
  • ნაკლები დრო დაუთმეთ უმნიშვნელო და არაღირებულ საკითხებს;
  • მოახდინეთ პრიორიტეტიზაცია;
  • აკონტროლეთ ერთიანი სურათი.
თარიღი: 2019/09/03