ბიზნესის გული
ამერიკელმა ეკონომისტმა, მილტონ ფრიედმანმა კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას „ფარისევლობა“ უწოდა და ბიზნესმენები, რომლებიც საზოგადოების მიმართ თანაგრძნობით იყვნენ გამსჭვალული, „თავის დამღუპველებად“ შერაცხა. დრო შეიცვალა. ზოგიერთ მენეჯერს ჯერ კიდევ აქვს სოლიდარობის განცდა ფრიედმანთან. ზოგს კი სჯერა, რომ ბიზნესი საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინების გარეშე ვერ გადარჩება.

არ დაგავიწყდეთ, რომ ბიზნესს არა მარტო გონება, გულიც სჭირდება. ჩვენს დროში არსებული პრობლემის გადასაჭრელად, ახალი მიზნები და ინიციატივებია საჭირო. ასევე მნიშნელოვანი ძლიერი ლიდერების არსებობა, რომელთა დახმარებით სოციალური სისტემა უფრო სამართლიანი ხდება და ადამიანების ცხოვრება უმჯობესდება. ასეთი ლიდერის მაგალითს  Starbucks-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჰოვარდ შულცი წარმოადგენს.

უპირველეს ყოვლისა გააკეთეთ ადამიანებისთვის - კომპანიის მთავარი აქტივი მისია, რეპუტაცია და ადამიანები არიან. შულცი დიდ თანხას არამარტო კომპანიის 200 000 თანამშრომელზე ხარჯავდა, არამედ იმ ფერმერებზეც, რომლებსაც ყავა მოჰყავდათ. ზრუნვა მოიცავდა სამედიცინო დაზღვევას, ასევე „პარტნიორულ ფორუმებს“ პეკინსა და შანხაიში, რუანდაში მცხოვრები ფერმერებისთვის ძროხების უფასოდ ჩაყვანას და ა.შ. კომპანიის მიმართ ნდობა პროდუქტიულობას ზრდის. შულცს მიაჩნია, რომ ქველმოქმედება დიდი მოგების მომტანია.

იცხოვრეთ პრინციპით - „რამდენსაც გასცემ, იმდენს მოგთხოვენ“ – Starbucks-ი და  Unilever-ი ის კომპანიებია, რომლებიც მონაწილეობას მსოფლიოს უკეთესად გახდომაში იღებენ. შულცი წინააღმდეგი იყო პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების, სანამ აშშ-ის მთავრობამ ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა არ მოაგვარა. ამ საკითხის მხარდამჭერი თითქმის 200 ბიზნესლიდერი იყო. შულცი უკომპრომისო იყო და ამბობდა, რომ ბიზნეს ლიდერები განზე არ უნდა გადგნენ.

წარუმატებლობის არ შეგეშინდეთ - როდესაც ლიდერები გლობალური კლიმატის ცვლილებაზე საუბრობენ, Unilever-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰოლანდიელი ბიზნესმენი პოლ პოლმენი კომპანიის ბიზნესი „მწვანე“ პრინციპად აქცია. მისი მიზანია, გაანახევროს სათბურებში გამონაბოლქვის ოდენობა და მხოლოდ ბუნებისთვის უსაფრთხო მასალით იმუშაოს. ასევე დაეხმაროს მილიარდ ადამიანს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. პოლმენის იინიციატივა რისკის შემცველია. თუ ის წარმატებას მიაღწევს, Unilever-ი მთავრი მოდელი გახდება, თუ არადა მისი ოპონენტები წინააღმდეგობას გაუწევენ და შეცდომის დაშვება ძვირად დაუჯენენ. პოლმენმა კარგად იცის, რომ ბიზნესის მიზანი სოციალური პრობლემების გადასაჭრელად ექსპერიმენტია საჭირო და ახალი გზებია მოსაძებნი.

შულცს და პოლმენს სურთ მნიშვნელოვანი სოციალური ფონის გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანონ. ისინი ამგვარად არა მარტო მორალური ვალდებულების გამო ფიქრობენ, არამედ ამის გარეშე შეუძლებელია კომპანიებს გრძელვადიანი და პერსპექტიული მომავალი ჰქონდეთ.

თარიღი: 2019/09/03