მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული სერვისი
ბიზნესის წარმატებისთვის სერვისის არსებობა, რომელიც მომხმარებლების ინტერესებზე ზრუნავს, მნიშვნელოვანია. მომხმარებლების კარგი სერვისი ახალ ბიზნესს იზიდავს და ერთგული მომხმარებლების ბაზას ქმნის.

რა არის მომხმარებლების სერვისი?

ბევრი მარტივი რამის გაკეთება შეიძლება, რომელიც სერვისს გააუმჯობესებს. კომპანიის მიზანია კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც რეკომენდაციას მეგობრებთან გაგიწევთ. ამასთან, მზად უნდა იყოთ მათ საჩივრებსაც მოუსმინოთ და უპასუხოთ.

მომხმარებელთა კარგი სერვისი მათთან კომუნიკაციას ამყარებს და მუდმივად თანამშრომლობს. როდესაც მომხმარებელი პროდუქტს ყიდულობს, კომპანიამ მას უნდა დაურეკოს და ჰკითხოს კმაყოფილია თუ არა შენაძენით. თუ მას რამე პრობლემა შეექმნა, რეაგირება მყისიერად უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში მომხმარებლის მიმართ პატივისცემით უნდა განეწყოთ, მაშინაც კი თუ კომპანია არაფერ შუაშია. ჯერ მომხმარებელს მოუსმინეთ, შემდეგ აუხსენით არსებული სიტუაციის არსი.

თარიღი: 2019/09/05