5 მთავარი კითხვა - როგორ მივიღოთ რთული გადაწყვეტილებები?
რთული გადაწყვეტილების მიღება ყველა მენეჯერს უწევს. ე.წ. „ნაცრისფერი ზონა" - არის უმძიმესი მომენტი, სიტუაცია, როდესაც მენეჯერმა და გუნდმა დახარჯა უამრავი ძალისხმევა და გაანალიზა ფაქტები და მაინც არ იცის როგორ მოიქცეს. ეს არის პარალიზება. ასეთ დროს მთავარი პასუხისმგებლობა მენეჯერზეა და სწორედ მან უნდა „გამოიტანოს განაჩენი" 

მაშინაც კი, როდესაც მონაცემები არაა საკმარისი, არსებობს გაურკვევლობა და დასკვნების შეუთავსებლობა, შესაძლებელია გონივრული გადაწყვეტილების მიღება. ამისთვის აუცილებელია მენეჯერმა თავის თავს ხუთი კითხვა დაუსვას. 

ეს ხუთი კითხვა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა სხვდასხვა ქვეყნის იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც გარკვეული პასუხისმგებლობა ჰქონდათ და კომპლექსური ამოცანების გადაჭრა უწევდათ. ისინი კაცობრიობის ისტორიის ღრმა მოაზროვნეებისა და ჰუმანისტების სიბრძნეს წარმოადგენს. 

როგორი უნდა იყოს გუნდის ლიდერი, რომელიც შეძლებს რთული გადწყვეტილების მიღებას? - არ უნდა დაეყრდნოს ინტუიციას; არ უნდა გახდეს რთული სიტუაციის „ტყვე" და შეძლოს უპასუხოს შემდეგ ხუთ შეკითხვას:

რა საბოლოო შედეგი ექნება ჩემს გადაწყვეტილებებს? 

რა არის ჩემი ძირითადი ვალდებულება 

რამდენად რეალური სამყაროში მისი განხორციელება? 

​ვინ ვართ ჩვენ?

ჩემთვის რა შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი? 

თარიღი: 2019/09/06