რას ნიშნავს ანტრეპრენერი და რა გამოარჩევს მას სხვებისგან
ანტრეპრენერი - ეს არის ადამიანი, რომელიც სიახლეებს ქმნის ბიზნესში და მომხმარებელს ინოვაციურობით აოცებს. რა თვისებები აქვს ამგვარ მეწარმეს? სპეციალისტების თქმით, ესენია:

1. მომავლის განჭვრეტის უნარი - ანტრეპრენერს შეუძლია დაინახოს სამომავლოდ რა საჭიროებები დადგება ბაზარზე, სწორედ ამიტომ, დღეს დაიწყოს მათ გადაჭრაზე ზრუნვა.

2. მუყაითობა - ანტრეპრენერს დაუღალავი შრომის არ ეშინია. პირიქით, მას ამის გარეშე არ შეუძლია და სასიცოცხლო ძალებს სწორედ მიზნის მისაღწევად გაწეულ შრომაში იღებს.

3. მოთმინება - ის არასდროს კარგავს იმედს და ენთუზიაზმს. იცის რას აკეთებს და გეგმას მიჰყვება იქამდე, სანამ - არ შესრულდება.

4. განხვავებული აზრის მიღება - ანტრეპრენერი ამას სწორად აკეთებს - ისმენს სხვადასხვა აზრს და ირჩევს საუკეთესოს, თუნდაც ეს უკანასკნელი მის შეხედულებას არ ემთხვეოდეს.

5. და ბოლოს, პოზიტიურობა - ანტრეპრენერი თავდაჯერებულია, შესაბამისად - პოზიტიურად და იმედით უყურებს მომავალს.

თარიღი: 2019/09/09