ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობები გასამმაგდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მისი დასრულების შემდეგ აეროპორტის შესაძლებლობები გასამმაგდება. 

დღეს აეროპორტი საათში 300-მდე მგზავრს ემსახურება, ახალი ტერმინალის გახსნის შემდეგ კი ეს რიცხვი 1000-1100-მდე გაიზრდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ გაიზრდება ქუთაისის აეროპორტის თანამშრომელთა რიცხვიც, რომელიც ამჟამად 440 ადამიანს შეადგენს. 

აეროპორტს 6 გასავლელი ექნება. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრია. 

ახალი ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

განახლებული ტერმინალი, 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება. 

ის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის შესრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოების 90 პროცენტი, რომელიც სრულად მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება რკინის კონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოები და ამით პირველი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები დასრულდება.

ახალი ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

აეროპორტს 6 გასავლელი ექნება. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე 440 ადამიანია დასაქმებული, აეროპორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რიცხვი გაიზრდება.

განახლებული ტერმინალი, 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს.

თარიღი: 2018/05/03