უკუკავშირი, რომელიც სოციუმს აზიანებს
რა მოხდება, თუ შუქნიშანზე წითელი ანთია, თქვენ კი მაინც განაგრძობთ სვლას?

ალბათ, სხვა მანქანა დაგეჯახებათ. თუ გზაჯვარედინზე მანქანები არ ჩანან? რა მოხვდება თუ მარჯვედ გადაკვეთავთ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელს?

ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ!

ეს არ არის მხოლოდ იმაზე დამოკიდებული დაგარტყამთ სხვა მანქანა თუ გაგიმართლებთ და გადარჩებით, არამედ საყურადღებოა ისიც, რომ თქვენს ცუდ მაგალითს ექოს მსგავსად გაიმეორებენ.

ისეთი მნიშვნელოვანი წესის (SDA-Security & Defence Agenda) დარღვვით, როგორიც უსაფრთხოებაა, სხვებს ძალიან ცუდ მაგალითს ვაძლევთ. ისინი, ალბათ, შემდეგნაირად ფიქრობენ: „რატომ წავიდა ის, როდესაც ჩვენ ვდგავართ?“. თუ ადამიანი თავის ემოციებს საკმარისად ვერ აკონტროლებს, შემდეგ ჯერზე გაახსენდება თუ როგორ ატარებდა სხვა მანქანას წითელზე და თავადაც იმავეს გაიმეორებს.

ახალგაზრდა ბიზნესმენი და ბლოგერი სიმონ კიბალო მსგავს შემთხვევაზე გვიყვება და აღნიშნავს, რომ ერთი ადამიანის მიერ წესების დარღვევის უკუკავშირი მთელ საზოგადოებაზე უარყოფითად მოქმედებს.

„ერთხელ მეც შემემთხვა იგივე: 5 წელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, ჰოსტლში ვცხოვრობდი. თითოეულ სართულზე საერთო გასასვლელი იყო. ერთხელაც რამდენიმემ თავიანთი ნაგავი ამ საერთო გასასვლელთან დაყარეს. რა თქმა უნდა, მათ კარგი სუნი არ ჰქონიათ...

ცოტა ხნის შემდეგ ჩემს ბინაში ყოფნისას ეს მაგალითი გამახსენდა და მეც იგივე გავაკეთე: ნაგავი გარეთ, ჩემს კარებთან დავდე, რათა დილით არ დამვიწყებოდა მისი გადაგდება... დილით წავედი და ნაგავი მაინც დამავიწყდა. შემდეგ კი ვფიქრობდი, რომ ეს არაეთიკური იყო. ახლა კი ჩემმა მეზობლებმა იმავეს კეთება დაიწყეს და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია“ -გვიამბობს ახალგაზრდა ბიზნესმენი და ბლოგერი სიმონ კიბალო.

გაკველთილი:

არასდროს მისცეთ სხვებს ცუდი მაგალითი, რადგან ის მასაში დაუყოვნებლივ გავრცელდება.

თარიღი: 2019/09/26