სახლის რემონტიდან მილიარდიან ბიზნესამდე
კალიფორნიაში სახლის რემონტის მცდელობამ წყვილს უბიძგა დაეწყო ბიზნესი, რომელიც სხვებს იმავე „თავის ტკვივილისას“ დაეხმარებოდა. 

წყვილმა ისრაელიდან: ადი ტატარკომ და ალონ კოენმა 2009 წელს პალო ალტოში სახლის რემონტისას აღმოაჩინეს, რომ ეს პროცესი გაცილებით უფრო რთული იყო, ვიდრე ელოდნენ.

CNNMoney-სთან ინტერვიუში ტატარკო, რომელიც ამჟამად აღმასრულებელი დირექტორია, აღნიშნავს, რომ მათთვის ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა, თუმცა რესურსები და ინსპირაცია დაეხმარათ, რომ წარმოედგინათ თავიანთი მომავალი სახლი და ეპოვათ პროფესიონალები, რომლებიც მათ ხედვას რეალობად აქცევდნენ.

წყვილის ინტერიერის დიზაინით დაინტერესება, ონლაინპლატფორმის შექმნის მიზეზი გახდა. პლატფორმის შექმნის მიზანი კი სახლის რემონტის საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესის გამარტივება იყო. შედეგად, მათ შექმნეს Houzz-ი, რომელიც მომხმარებლებს ისეთ პროფესიონალებთან აკავშირებს, როგორიც არიან ინტერიერის დიზაინერები და არქიტექტორები.

დამფუძნებლების თქმით, ამჟამად საიტს 40 მილონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. პლატფორმის შექმნიდან ერთი წლის შემდეგ, მათ სამსახურები დატოვეს. ტატარკო eBay-ს ინჟინერი იყო, ალენი კი ფინანსურ სექტორში მუშაობდა.

თავდაპირველად, მათ საიტზე დარეგისტრორება თაავიანთი შვილების მეგობრების მშობლებსა და ადგილობრივ დიზაინერებს სთხოვეს. Houzz-ი მალევე გახდა პოპულარული და დაარსებიდან ერთ წელში მათ პირველი თანამშრომლებიც აიყვანეს. ოთხი წლის შემდეგ კი კომპანია გაერთიანებულ სამეფოს ბაზარზეც გამოჩნდა.

Houzz-ს ფინანსური სარგებელს ორი გზით იღებს, მისი მთავარი მოდელი პროფესიონალებს, როგორიც არიან არქიტექტორები და ლანდშაპტის კონტრაქტორები, კლიენტებით უზრუნველყოფს და, ამასთანავე, ავეჯის ბრენდებს საიტზე რეკლამირების საშუალებას აძლევს. საიტი ამჟამად 20,000 გამყიდველის 10,000,000 პროდუქტს აერთიანებს.

2017 წლის ივნისში ინვესტორების მიერ საიტის დაფინანსება $400 მილიონამდე გაიზარდა, რაც, დამფუძნებლების თქმით, საიტისთვის საჭირო ტექნოლოგიების რაოდენობის გასაზრდელად გამოიყენეს. მართალია, კომპანია შემოსავლების ზუსტ ციფრს არ ასახელებს, მაგრამ CB Insights-ის მონაცემებით, გასულ წელს Houzz-ის დაფინანსების ღირებულებამ $4მილიარდი შეადგინა.

Houzz-ი, ვებსაიტისა და აპლიკაციის სახით, 15 ქვეყანაში ოპერირებს და რეგიონალური ოფისები აქვს ლონდონში, ბერლინში, სიდნეიში, თელ-ავივში, მოსკოვსა და ტოკიოში.

„ჩვენ ადამიანების სამომხმარებლო ჩვევებს ვცვლით, მათ შეუძლიათ ყველაფერი, რაც თავიანთი პროექტისთვის სჭირდებათ, ოთახის რემონტიდან დაწყებული მულტიმილიონიანი სახლის მშენებლობით დამთავრებული -ერთ პლატფორმაზე ნახონ“- აღნიშნავს ტატარკო.

 

თარიღი: 2018/07/08