როგორ დავწეროთ ეფექტური იმეილშეთავაზება
კითხულობენ თქვენი მომხმარებლები თქვენს იმეილ გზავნილს? რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს ელექტრონული წერილი, რომ ის ეფექტური და მიმზიდველი იყოს მომხმარებლისთვის?

იმისთვის, რომ მომხმარებელზე იმეილ გზავნილმა დადებითად იმოქმედოს, მის კონტენტს დიდი მნიშვნელობა უნდა მიაქციოთ. უმჯობესია თუ ის მოკლე და ინფორმაციული იქნება. სასურველია, რომ მომხმარებელი კომპანიამ წერილის  ხშირი გაგზავნით არ შეაწუხოს. მაგალითად, ყოველთვიურად მისი გაგზავნა, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელი არ იქნება.

წერილის გაგზავნისას მნიშვნელოვანია, მას სწორად შერჩეული სათაური ჰქონდეს, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას ადვილად მიიქცევს და ასევე მისი წაკითხვის სურვილს გაუჩენს.

თქვენი მომხმარებლები ორ ჯგუფად დაყავით და დააკვირდით, რომელი ჯგუფი იაქტიურებს პასუხის გაცემით, რომელი ჯგუფი გამოხატავს დაინტერესებას, რომელი უგულებელჰყოფს და ა.შ.

ამასთან, შეგიძლიათ მომხმარებლებს ინდივიდუალურად მიუდგეთ და მათ სპეციალური შეთავაზებები გაუკეთოთ.

თარიღი: 2019/10/03