4 წესი, რომელიც ხელმძღვანელობის მიდგომების შეცვლას მოითხოვს
ბევრი აღმასრულებელი დირექტორი კომპანიებში ე.წ. „მეწარმის ხედვის“ მეთოდს ნერგავს. ისინი საზღვრავენ მშვენიერ შორეულ მიზანს და თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ოდნავ მაინც მიუახლოვდნენ მას. პირველ ეტაპზე ამგვარი მონდომება და საქმეში თავით გადაშვება კარგიცაა, რადგან ახალგაზრდა თანამშრომლები, სტარტაპის დამფუძნებელთან თანამშრომლობით შთაგონებულები, მათ გვერდში უდგანან და გრძნობენ, რომ „დახურულ კლუბს“ ეკუთვნიან.  მაგრამ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც სტარტაპი იზრდება, ენთუზიაზმის შენარჩუნება უფრო რთულდება, რადგანაც კავშირის მდგრადობა დამფუძნებელსა და კოლექტივის ყველა წევრს  შორის შეუძლებელია. შედეგად, ახალგაზრდა კომპანიამ, საიდანაც წამოსვლაზე პირველი ორი წლის განმავლობაში არავინ ფიქრობდა,  მისი არსებობის მესამე წელს, შესაძლოა, თანამშრომელთა 40% უეცრად დაკარგოს.

პერსონალის ჩართულობის შესანარჩუნებლად, დანიელის მსგავსმა მენეჯერებმა უნდა გააანალიზონ, რომ კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე ძველი მენეჯმენტის მეთოდები აღარ მუშაობს. მოტივირებული და ერთგული გუნდის შესაქმნელად კი ყველაზე მნიშვნელოვანი სამი რამაა:

ავტონომია (თვითმართველობა);

კომპეტენცია (იმის განცდა, რომ თქვენი უნარები და შესაძლებლობები უმჯობესდება);

„ჩართულობა“ (გრძნობა, რომ თანამშრომლების ჯგუფის წევრი ხართ და რომ ერთმანეთთან საერთო საქმე გაკავშირებთ).

განვითარებისთვის სასურველია, რომ სტარტაპის ფილოსოფიიდან მუდმივი ზრდის ფილოსოფიაზე გადაეწყოთ, რაც“ ჯიუტი“ ლიდერიდან (ბრძანება, მითითება, უფლებამოსილების განწილება)  მიმზიდველ ხელმძღვანელად (დელეგირება, თანამშრომლობა, ქოუჩად ყოფნა) გადაქცევას გულსხმობს.

გთავაზობთ ოთხს წესს, რომლის გათვალისწინებითაც თქვენი კომპანია სტარტაპის მოდელიდან, შეიძლება, მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულ კომპანიად აქციოთ.

მოსმენა - უპირველეს ყოვლისა მეთაურის ნაცვლად თანამშრომლებისთვის ქოუჩი უნდა იყოთ. ყველაფრის თავად განკარგვის ნაცვლად კი თანამშრომლებს მეტად უნდა მოუსმინოთ...

დათანხმდით და გაიზიარეთ თანამშრომლებისა და მთელი კომპანიის მიზნები. როდესაც დაინახავენ, რომ ბიზნესის მიზნები მათ პროფესიულ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია, ისინი თქვენ მწვერვალების დასაპყრობად ბოლომდე გამოგყვებიან.

უზრუნველყავით ორმხრივი უკუკავშირი-დატოვეთ ყოველკვირეული შეხვედრები, სადაც უახლოეს ქვედანაყოფებთან ორმხრივი უკუკავშირი გექნებათ („როგორ მიდის საქმეები თქვენთან და როგორ მიდის საქმეები ჩემთან? )

დაამყარეთ თანამშრომლებს შორის კავშირი- ამ გზით თქვენი სტარტაპი სწრაფად იქცევა დიდ კომპანიად, რომლის თანამშრომლებიც მის ზრდაში აქტიურად ჩაერთვებიან...

თარიღი: 2019/10/15