მთავარი უნარი, რომელიც წარმატების მისაღწევადაა საჭირო
სიმართლისა და ტყუილის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი წარმატების მისაღწევად ყველაზე აუცილებელია.

  • თუ ინვესტორი ხართ,  სიმართლე თქვენთვის ისაა, თუ რომელი ინვესტიცია მოგიტანთ უდიდეს სარგებელს
  • თუ მეწარმე ხართ, სიმართლე თქვენთვის არის ბიზნესიდეა, რომელიც მომგებიანი იქნება. 
  • თუ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ხართ, თქვენი სიმართლეა რომელი სამუშაო კარიერის დაწყების საუკეთესო ვარიანტი. 
სიმართლის დადგენის უნარი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 

როგორ უნდა ვისწავლოთ სიმართლის დადგენა
 


დასვით სწორი კითხვები 

უპირველეს ყოვლისა უნდა ისწავლოთ სწორი კითხვების დასმა, მაგალითად :

  • რა არის თქვენი სრული პოტენციალი?
  • რომელია საუკეთესო გზა ამ მომენტის გამოსაყენებლად? 
  • როგორ გაანაწილოთსაუკეთესოდ თქვენი რესურსი? 
ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. იმის განსასაზღვრად თუ რა არის იმ მომენტში თქვენთვის უკეთესი, თქვენ ათეულობით მსგავსი კითხვის დასმა შეგიძლიათ.

იყავით რაციონალური 

თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ცრურწმენები, რომლებსაც ხშირად ვერც კი ვიაზრებთ. ისინი ჩვენი კულტურიდან ან დნმ-იდან „შევაგროვეთ" და გაუცნობიერებლად ვასრულებთ. ირაციონალურობა კი ჭეშმარიტების შეფასების უმთავრესი მტერია. 

აუცილებლად უნდა მოიშოროთ ცრურწმენები, თუმცა ამისთვის პირველ რიგში საჭიროა ისინი შეიცნოთ. მეორე რიგში, კი აუცილებელია იმის აღიარება, რომ ყველა თქვენი ცრურწმენა თქვენს ყოველდღიურ მოტივაციაზე მოქმედებს. ამაზე მუდმივად უნდა იმუშაოთ.  

ისწავლეთ 

ინტუიცია ინფორმაციის გარეშე რაიმეს მიხვედრის შესანიშნავი ინსტრუმენტია, თუმცა მისი მთავარი ნაკლი ცდომილებაა - 100%-ით დარწმუნებული ვერ იქნებით, რომ ის შეესაბამება სიმართლეს. 

მეორე მხრივ კი ცოდნა კრიტიკულია. როდესაც სამეცნიერო თეორია საჯარო ხდება ის უკვე დადგენილი, შემოწმებული, ან უარყოფილია. ცოდნის მეშვეობით სიმართლის დადგენის ალბათობა გაცილებით დიდია. 

გარდა ამისა, არსებობს უმარავი რამ, რაც არ იცით. მაგალითად შესაძლოა, არსებობდეს მარკეტინგული მეთოდი, რომელიც თქვენს ბიზნესს უფრო წარმატებულს გახდის, ან რჩევა, რომელიც პირადი ურთიერთობის დალაგებაში დაგეხმარებათ. ეპოქაში, როდესაც ცოდნაზე ამხელა ხელმისაწვდომობაა, რაიმეს იგნორირება ყველაზე დიდი ცოდვაა. 

იდეების გენერირება 

ზოგჯერ სიმართლეს შეიძლება სიღრმეში მიაგნოთ. უნდა ეცადოთ ისევე მიიღოთ, როგორც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ხდება. მიწიდან ამოღებულ მადანს დამუშავება სჭირდება. თქვენი იდეებიც ღირებული მაშინ იქნება თუ მათ დაამუშავებთ. 

იდეების განერირების რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად აბსოლუტურად ყველაფერი, რაც თავში მოგივათ ჩამოწერეთ ფურცელზე და შემდეგ რამდენჯერმე გადაიკითხეთ. 

ასევე კარგი მეთოდია კითხვების დასმა (შეგიძლიათ ეს კითხვები ასევე ჩამოწეროთ ) და შემდეგ სხვა რამეზე ყურადღების გადატანა, ან ყოველდღიური საქმიანობის გაგრძელება. დასმული კითხვები, რომელიც თქვენი გონებისგან პასუხებს ელის, რასაც არ უნდა აკეთებდეთ არსად ქრება - თქვენ უეცრად შეიძლება მოგაფიქრდეთ ნებისმიერ მათგანზე პასუხი. დაწერეთ ის იმავდროულად და კვლავ განარძეთ ჩვეულებრივ ცხორება. მომდევნო კითხვას შესაძლოა პასუხი მანქანის მართვისას გასცეთ, ისიც იმავე წუთს ჩაინიშნეთ და ა.შ. 

იდეების გენერირების კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდია კოლექტიური განხილვა. თქვენ გვერდით ორი ადამიანიც რომ იყოს, ერთმანეთისთვის ყველაფრის თქმა დაიწყეთ, რაც თავში მოგივათ. ასეთ დროს თქვენ, ან თქვენს მეგობარს შესაძლოა, რამე ისეთი მოგაფიქრდეთ, რაზეც ვერასდროს იტყოდით, რომ აზრად გაივლებდით. 

თარიღი: 2019/10/23